ფარიკაობის ისტორია საქართველოში
საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა.
საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.
საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1949 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში ოთარ დიდებულიძემ და ბორის ბონდარევმა (1941), ქალებში – იზოლდა ესაიაშვილმა (1958).
1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები: ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ანატოლი ფიოდოროვი. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ, რაც მაშინ დიდი წარმატება იყო. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც 1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. გურამ კოსტავა გახდა პირველი ქართველი მოფარიკავეც, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოპოვა (ბრინჯაო, რომი1960), ოთხი წლის შემდეგ (ტოკიო1964) კი ხმლით მოფარიკავე ნუგზარ ასათიანმა ფარიკაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა…
იური ოსიპოვი (დ. 16 მარტი, 1937, სტალინგრადი) — საბჭოთა მოფარიკავე. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ პირველობაში (1957), მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1962, ბუენოს აირესი)…
📺 ინტერვიუ
დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა… 1996 წელს არჩილ ლორთქიფანიძე გახდა პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით იასპარეზა.
წარმატებების ახალი ტალღა XXI საუკუნის მეორე ათწლეულში წამოვიდა. პირველი მედალი – მიხეილ მარდალეიშვილი (2011), ბექა ბაზაძე (2012), სანდრო ბაზაძე (2013)…
2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ქალთა შორის ისტორიული ოქრო მოიპოვა, სანდრო ბაზაძემ – ბრინჯაო…
შემდეგ წლებში მოპოვებული მედლები: ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ლუკა ღაღანიძე…
სპორტსმენთა შედეგები
ჩემპიონატი | 🥇 ოქრო | 🥈 ვერცხლი | 🥉 ბრინჯაო |
---|---|---|---|
ოლიმპიური თამაშები | 2 | – | 2 |
მსოფლიო ჩემპიონატი | 5 | 4 | 5 |
ევროპის ჩემპიონატი | 1 | – | 2 |
გრან პრი | – | – | 1 |
მსოფლიო თასი | – | 1 | – |
სატელიტი | 2 | 1 | 3 |
ოლიმპიური თამაშების მედალოსნები
- 🥇 ნუგზარ ასათიანი – 1964 (ხმალი)
- 🥇 ვლადიმერ აფციაური – 1988 (რაპირა)
- 🥉 გურამ კოსტავა – 1960, 1964 (დაშნა)
მსოფლიო ჩემპიონატი – I ადგილი
- გურამ კოსტავა – 1961, 1963 (დაშნა)
- იური ოსიპოვი – 1962 (რაპირა)
- ნუგზარ ასათიანი – 1965 (ხმალი)
- ვლადიმერ აფციაური – 1982 (რაპირა)