სანდრო ბაზაძე - კლუბებს შორის ევროპის თასის მფლობელია
სანდრო ბაზაძე - კლუბებს შორის ევროპის თასის მფლობელია
20-11-2021
სანდრო ბაზაძე - კლუბებს შორის ევროპის თასის მფლობელია

დღეს საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, კლუბებს შორის ევროპის თასი ჩატარდა, როგორც ქალ, ასევე კაც მოფარიკავეთა შორის.
კაცთა და ქალთა შორისაც ჩემპიონი ადგილობრივი, ფარიკაობის კლუბი “ორლეანი”გახდა, რომლის კაცთა გუნდის ლიდერი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახლდათ, “ორლეანმა” ფინალში რუსეთის, ქვეყნის საუკეთესო მოფარიკავეებით დაკომპლექტებულ, კლუბს 45-41 მოუგო.
“ორლეანის” მწვრთნელი კრისტიან ბაუერი გახლავთ, ხოლო სანდროსთან ერთად გუნდში ფრანგები: ბოლად აპიტი, სებასტიენ პატრისი და ჟან-ფილიპ პატრისი იყვნენ.