ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
02-09-2021
ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ნინა თიბილაშვილი: პირველ რიგში მადლობა, ახლაც ემოციებში ვარ და მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ , მადლობა აურაცხელი მოლოცვებისთვის და გულშემატკივრობისთვის,ძალიან მიყვარხართ და უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას გამარჯვებაა და ამ გამარჯვების უკან უამრავი ადამიანი დგას,ქედს ვიხრი ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის წინაშე,ჩემი მაესტროები ჩემი გოგონები, უდიდეს მადლობას გიხდით თქვენ რომ გამზარდეთ,რომ მასწავლეთ,დღეს მე მებრძოლი ვარ, დღეს მე მეომარი ვარ,დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა, მინდა თითოეულ მათგანზე სათითაოდ მოგიყვეთ და გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებმაც მე ეს ბედნიერება მაჩუქეს,მათ ცხოვრება მაჩუქეს ისეთი ცხოვრება რომელსაც ვერც კი ვინატრებდი,ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ფარიკაობის ოჯახია: მალხაზ მესხი, მერაბ ბაზაძე, ბექა ბაზაძე, არჩილ უგულავა, გვანცა ზადიშვილი, ირმა ხეცურიანი, სანდრო ბაზაძე, დიანა ჯიშიაშვილი თათია აფციაური.  მინდა ირმაზე ვისაუბრო ,რომელიც ნამდვილი გმირია და ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება სიძლიერის და ადამინობის ეტალონი, მან პირველმა დაიწყო და საოცარ ისტორიას წერს,მან მე და გვანცა გაგვზარდა და დღემდე გვზრდის,მადლობა შენ რომ გვასწავლე თუ როგორ არ უნდა დავნებებულიყავით ,❤️ უღრმესი მადლობა Georgian Paralympic Committee ,მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართულია ჩვენს განვითარებაში ,მადლობა თითოეულ Parasport Development Centre of Tbilisi ის თანამშრომელს,ყველა ექიმსა თუ მძღოლს , ყველას ვერ ჩამოვთვლი იმდენი ადამიანი დგას ამ ყველაფრის უკან და არ მინდა ვინმე გამომრჩეს,თითოეული ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრია ,❤️ მადლობა ვახო გოლიჯაშვილს,  რომ ტრავმირებული ხელი გადამწყვეტ მომენტში ამიმუშავე, უღრმესი მადლობა ჩემს მშობლებს და ჩემს ოჯახს, რთული პერიოდის შემდეგ პირველად დავინახე მათ თვალებზე ცრემლები,ბედნიერების ცრემლები და დამერწმუნეთ ეს ყველანაირ ოქროზე უფრო მნიშვნელოვანია, უღრმესი მადლობა ჩემს ნათესავებს და ჩემს ყველა გულშემატკივარს,მადლობა ყველა ჩემს მეგობარს
მადლობა ჩემს სიყვარულს,რომ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში,რომ დგას ყოველთვის ჩემს გვერდით,თქვენი ყველას დამსახურებაა ,რომ მე ჩემი პირველი პარაოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამომაქვს საქართველოში, მადლობა საქართველო რომ შენი ქვეყნის შვილი ვარ,ვამაყობ და ბედნიერი ვარ, 
ნინა თიბილაშვილი,პარამოფარიკავე საქართველოდან...
ამ არაჩვეულებრივი სურათების ავტორია ზაქარია ჭელიძე, მადლობა შენ ამ ისტორიული კადრებისთვის 
მიყვარხართ და მადლობა...