7 მედალი -ორი ოქრო,ერთი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო
ქართველი პარამოფარიკავეების ტრიუმფი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი,
პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში 7 მედლით ბრუნდება.
ჩვენმა პარამოფარიკავეეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი,რაპირა,დაშნა, A და B კატეგორიები)
იასპარეზეს.
აღსანიშნავია,
რომ დაშნაში პირველად გამოვიდნენ
და მაღალი შედეგი ანახეს.
ირმა ხეცურიანი-
ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გვანცა ზადიშვილმა-ხმალში ვერცხლი აიღო.
ნინა თიბილაშვილმა-
ხმალში,რაპირაში და დაშნაში-სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
პიზა-2021 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე,
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების ანგარიშზე 7 მედალია.
ვულოცავთ მთელ გუნდს,მწვრთნელებს,
გულშემატკივრებს,
საქართველოს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან პარასპორტსმენებს.