საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას ახალი ლოგო აქვს

აპრ 17, 2019 | სიახლეები

2019 წლიდან საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას ახალი ლოგო აქვს. ლოგოს ფარის ფორმა აქვს, ლოგიკურია, რომ ფარს ზემოთ გამოსახულია თანამედროვე ფარიკაობის სამივე იარაღი: დაშნა, რაპირა და ხმალი. ფარს გვერდებზე ქართულ და ფრანგულ (FIE ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ) ენებზე აქვს წარწერა საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, რომლებიც საქართველოს ეროვნული დროშით არის გამოყოფილი. ფარს შიგნითაა მითითებულია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დაარსების წელი და რაც მთავარია, ფარზე გამოსახულია ლეგენდარული ფოტოს გრაფიკული გამოსახულება, რომელიც 1959 წელსაა გადაღებული და მასზე მსოფლიო ჩემპიონის, ქართველი დაშნით მოფარიკავის გურამ კოსტავას ორიგინალური მოძრაობაა აღბეჭდილი.

დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ფარიკაობის ლოგოს შესახებ იხილეთ ბმულზე.