საქართველოს ჩემპიონატი 2019

აპრ 17, 2019 | სიახლეები

19-21 აპრილს, თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი, 1992 წლიდან ტარდება… პირველი ჩემპიონატი 31 მარტი-5 აპრილი თბილისში გაიმართა. მას შემდეგ ქვეყნის მთავარი შეჯიბრი ყოველწლიურად, ძირითადათ გაზაფხულზე იმართება.

ჩემპიონატის დაწყებამდე, გაგაცნობთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს:

ხმალი, ქალები – ყველაზე მეტჯერ (4- 2015,2013,2010,2007) ჩემპიონი თეოდორა კახიანი გახდა. მასვე ყველაზე მეტი, ექვსი  მედალი აქვს მოპოვებული (I- 2015,2013,2010,2007. II-2008, III – 2009).

ხმალში კაცებში ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა (2018,2017,2016,2015,2014,2011,2010), ყველაზე მეტი მედალი თერთმეტი, კი ბექა ბაზაძეს აქვს მოპოვებული (I- 2013,2012,2009.   II- 2017,2016,2015,2014,2010 . III- 2018,2011,2008)

რაპირაში ქალთა შორის 8-8 ოქროს მედალი აქვთ ხათუნა ჭუმბურიძეს (1999,1998,1997,1996,1995,1994,1993,1992) და თეონა გოგლიძეს (2018,2017,2016,2014,2013,2012,2011,2010), ყველაზე მეტჯერ, ათჯერ კვარცხლბეკზე კი თიკო ბოლქვაძე ავიდა (I – 2008. II –  2015,2011,2010,2006.  III –  2017,2016,2014,2005,2003.).

კაცთა რაპირაში ლუკა ღაღანიძე ლიდერობს, პირველი ადგილი ხუთჯერ (2018,2017,2016,2015,2011), მედალი კი ცხრაჯერ (I –2018,2017,2016,2015,2011. II – 2014,2013,2012,2010) აქვს მოპოვებული.  

დაშნით მოასპარეზე ქალებში, დიდი ხანია რუსუდან გოგიავას რეკორდი ვერავინ მოხსნა, მან ოთხჯერ აიღო პირველი ადგილი  (1999,1998,1996,1993), მისი რეკორდის განმეორება შეუძლია მარია ზაკირჩენკოს, რომელიც მედლების რაოდენობით ლიდერობს, 8- (I- 2018,2016,2013,  II – 2017,2015,2012,2011. III – 2014)           

ვაჟთა შორის დაშნაში,3-3 პირველი ადგილი აქვთ ჯემალ გამიაშვილს (1992,1994,1997) და ალბრეხტ ალბერტს (2007,2010,2011), ყველაზე მეტი, თერთმეტი მედალი კი დავით არველაძეს აქვს  (I – 2014.  II – 2008,2010,2011,2012 . III – 2017,2016,2015,2005,2004,2003).