სეულის გრან პრი

აპრ 22, 2019 | სიახლეები

26-28 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქში, ხმლით ფარიკაობაში გრან პრი გაიმართება. აღნიშნული შეჯიბრი უმნიშვნელოვანესია, სწორედ სეულიდან იწყება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდი. საქართველოდან სამხრეთ კორეაში: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ლიკა ჯიჯეიშვილი და თეოდორა კახიანი იასპარეზებენ.

სეზონში ფარიკაობის თითოეულ დისციპლინაში, მხოლოდ სამი გრან პრი იმართება. FIE-ს რეიტინგში, გრან პრიზე მოპოვებული სარეიტინგო ქულები კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული ქულების ტოლფასია.

წელს ხმალში პირველი გრან პრი კაიროში გაიმართა, ეგვიპტეში სანდრო ბაზაძემ წარმატებით იასპარეზა და პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, აღნიშნულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე გრან პრის კი მოსკოვი 24-26 მაისს უმასპინძლებს.