მსოფლიო თასი ქალთა შორის ხმალში ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში თბილისში ჩატარდება.
მსოფლიო თასი ქალთა შორის ხმალში ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში თბილისში ჩატარდება.
23-09-2021
მსოფლიო თასი ქალთა შორის ხმალში ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში თბილისში ჩატარდება.
2021/22 წლების სეზონის პირველი მსოფლიო თასი ქალთა შორის ხმალში ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში თბილისში ჩატარდება.
FIE (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-მ დღეს ახალი სეზონის განახლებული კალენდარი გამოაქვეყნა. სეზონის მანძილზე, თითოეულ სახეობაში ტრადიციულად ხუთი მსოფლიო თასი იმართება. სასიხარულოა, რომ ერთერთ პრესტიჟულ შეჯიბრს საქართველოს დედაქალაქი უმსპინძლებს.
თბილისის მსოფლიო თასი 2022 წლის 14-16 იანვარს გაიმართება.
ამავე პერიოდში კაცთა მსოფლიო თასი ალჟირში უნდა ჩატარდეს, თუმცა არსებული ინფორმაციით შესაძლებელია, აღნიშნულ ტურნირსაც საქართველომ უმასპინძლოს და თბილისმა ერთდროულად როგორც ქალთა, ასევე კაცთა მსოფლიო თასს უმასპინძლოს.