პარალიმპიური თამაშები
პარალიმპიური თამაშები
24-08-2021
პარალიმპიური თამაშები

იაპონიის დედაქალაქის ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა პარალიმპიური თამაშები.
ხვალიდან ასპარეზობაში ეტლით მოფარიკავეები ჩაერთვებიან.
ბრძოლები საქართველის დროით 5:30-ზე დაიწყება.
ირმა ხეცურიანი ხმალში B კატეგორიაში იასპარეზებს, ჯგუფურ ეტაპზე ირმა, გერმანელ სილვი ტაუბერს, იტალიელ როსსანა პასკუინოს, ტაილანდელ საისუნი იანას, ჩინელ რონგ შიაოსა და ამერიკელ ტერი ჰეიესს დაუპირისპირდება.
ნინა თბილიშვილის მეტოქეები კი ხმალში A კატეგორიაში ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან: რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი ევგენია სიჩევა, კანადელი სილვი მორი, პოლონელი კინგა დროზდზი და ჩინელი ჰაი იან გუ იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების მსაჯთა შორისაა, FIE-ს ქართველი არბიტრი თათია აფციაური.