საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონია
20-07-2021
საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონია

საქართველის ფარიკაობის ფედერაცია ულოცავს საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებს, რომლებმაც პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით პარაფარიკაობაში პირველი ადგილი დაიკავეს. მსოფლიო ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ. მწვრთნელები: მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე.
ამ დღეს რაპირაში დიანა ჯიშიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველის ფარიკაობის ფედერაცია ულოცავს დიანა ჯიშიაშვილს, რომელმაც პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაშნაში C კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს FIE-ს ქართველი არბიტრი თათია აფციაური ემსახურება, რომელმაც შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟთა შორის გადამწყვეტი შეხვედრები იმსაჯა.
შეგახსენებთ, თათია აფციაური მიწვეულია პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ტოკიოში 24 აგვისტო- 5 სექტემბერს გაიმართება.
ქართველი პარამოფარიკავეების მორიგი წარმატება. ირმა ხეცურიანმა ვარშავაში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე რაპირაში B კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.