მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
18-10-2021
მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი

მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
“პირველ რიგში გილოცავთ ქართული სპორტისა და განსაკუთრებით ფარიკაობის გულშემატკივარს. იანვარში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეები ეწვევიან, საერთო ჯამში თბილისში ხუთასზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ფარიკაობაში ერთერთი დიდი შეჯიბრი ხმალში ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო, ბოლო პერიოდში ქართველი ხმლით მოფარიკავეთა წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ეს და ამავე დროს აქამდე ჩატარებული შეჯიბრებების საუკეთესო ორგანიზება გახდა მიზეზი, რომ FIE-მ დიდი ნდობა გამოგვიცხადა. ეს ერთის მხრივ პატივი და დაფასებაა საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან და ამავე დროს განსაკუთრებული გამოწვევაც.
ამ დონის შეჯიბრის ჩატარება იოლი არ არის, რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა და დახმარება, ერთერთი პრესტიჟული შეჯიბრის ორგანიზება, რომელსაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, უამრავ ქვეყანაში ადევნებენ თვალყურს წარმოუდგენელი იქნებოდა.
დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მსოფლიო თასი საუკეთესო იქნება, როგორც სპორტული, ასევე ორგანიზაციული კუთხით. ვიმედოვნებ, შეჯიბრი ტრადიციული და ყოველწლიური გახდება, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოში ფარიკაობის პოპულარიზაციასა და მასობრიობას. რაც თავის მხრივ მომავალი დიდი წარმატებების საწინდარია!”