მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის პრეზიდენტი
მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის პრეზიდენტი
21-12-2020
მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის პრეზიდენტი
დღეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საანგარიშო-სააჩევნო ყრილობა გაიმართა. ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ყრილობა, ონლაინ ZOOM-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდა.
83 დელეგატიდან, ყრილობაში მონაწილეობა 70 მიიღო. თავდაპირველად დელეგატებმა პატივი მიაგეს წელს გარდაცვლილი მოფარიკავეების ხსოვნას.
სფფ-ს პრეზიდენტმა დელეგატებს აცნობა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება: გიორგი ლომაძეს, ზურაბ ჯაგაშვილსა და სოსო ქაფიანიძეს მიანიჭა.
დღის წესრიგის თანახმად სფფ-ს პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ გასული ორი წლის ანგარიში წარადგინა.
სფფ-ს წესდებაში შეტანილი მცირე ცვლილებებიდან, აღსანიშნავია გამგეობის წევრთა ცვლილება, 19-ის ნაცვლად სფფ-ს გამგეობაში 13 წევრი იქნება.
ყრილობის დასკვნით ნაწილში, პრეზიდენტი, გამგეობის წევრები, საპატიო პრეზიდენტი, პრეზიდენტის პირადი მრჩეველი და საპატიო წევრები აირჩიეს.
ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედრაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მერაბ ბაზაძე უხელმძღვანელებს.
გენერალური მდივანი - ნინო ჯერენაშვილი, ვიცე-პრეზიდენტები კი: როსტომ აბაშიძე, თათია აფციაური, ვარლამ ჯაში და ლალი მოროშკინა იქნებიან.
საპატიო პრეზიდენტად: იური ოსიპოვი, პრეზიდენტის პირადი მრჩეველად: არჩილ გოგელია, საპატიო წევრებად: ლუდვიგ ღაღანიძე, გურამ კოსტავა და ნიკოლოზ ანდრიაძე დასახელდნენ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გამგეობაში 13 წევრი იქნება: მერაბ ბაზაძე, ნინო ჯერენაშვილი, თათია აფციაური, როსტომ აბაშიძე, ვარლამ ჯაში, ზურაბ ჯაგაშვილი, გიორგი კეპულაძე, დავით არველაძე, სერგი ხატიაშვილი, მარინა ლონდარიძე, ირინე სხირტლაძე, მალხაზ ძნელაძე და ლალი მოროშკინა.
 
 
მერაბ ბაზაძე - საქართველოს ფარიკაობის პრეზიდენტი
"დიდი მადლობა ყრილობის დელეგატებს ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერისათვის, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ და იმედია მალე ჩვეულ რითმში გავაგრძელებთ მუშაობას. მომავალი ოთხი წელი უმნიშვნელოვანესია ქართული ფარიკაობისათვის და გპირდებით, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ქართული ფარიკაობის წარმატებისთვის. "