ტამილა მურიდოვა
ტამილა მურიდოვა
08-06-2021
ტამილა მურიდოვა

გაიცანით:  ტამილა მურიდოვა - საქართველოს დაშნით მოფარიკავეთა ნაკრების ახალი წევრი
20 წლის ტამილა უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და თბილისში ვარჯიშობს, ის უკვე საქართველოს მოქალაქეა და უახლოეს საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს სახელს დაიცავს.
რატომ საქართველო? ამ კითხვაზე ტამილა (სწორედ ასე წერია საქართველოს პასპორტში მისი სახელი) პასუხობს, რომ მენტალურად საქართველო და ქართველი ხალხი მისთვის ძალიან ახლობელია, მართალია ის ყაზახეთში დაიბადა, მაგრამ მამა ინგუში ყავს და ძალიან კარგად იცის ქართველებისა და ინგუშების ურთიერთობის შესახებ. პირველად საქართველოში 2017 წელს იყო და მაშინვე გაუჩნდა დარჩენის სურვილი, 4 წლის მერე სურვილი რეალობად იქცა. ტამილა ამაყობს, რომ საქართველოს მოქალაქეა და პირობას დებს რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელს წარმატებით დაიცავს.
საქართველომდე ტამილა ყაზახეთის სახელით ასპარეზობდა, კადეტ, იუნიორ და უფროსთა შორის ყაზახეთის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.
2016 წელს ბაჰრეინში აზიის ჩემპიონატში კადეტთა შორის გუნდურში ოქროსა და პირადში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იუნიორთა შორის კი გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალს  დაეუფლა.
მომდევნო წელს ტაილანდში აზიის ჩემპიონატში კადეტებში, გუნდურშიც და პირადშიც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
2018 წელს ვერონაში მსოფლიო ჩემპიონატზე კადეტთა შორის მესამე ადგილი დაიკავა.
იმავე წელს იასპარეზა ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე.
ეს მცირე, მხოლოდ მნიშვნელოვანი წარმატებების ჩამონათვილია ტამილას ხანმოკლე მაგრამ წარმატებული კარიერიდან, რომლის ახალი, იმედია გაცილებით მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება.