მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიება სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
“აქ ვართ მოსულები საფარიკაოდ და იმისთვის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ფარიკაობა, ავუხსნათ წესები თუ როგორ უნდა აიღონ ქულები. საკმაოდ ბევრი ბავშვი იყო დაინტერესებული და იმედია კიდევ მოვლენ”, – აღნიშნა ღონისძიების მონაწილემ, მოფარიკავე ლიზი მეგრელიშვილმა.