ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზიად ფერჯანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მან საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ოლიმპიური სასახლე დაათვალიერა და ჩემპიონატის მოსამზადებელი პროცესი ადგილზე შეაფასა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩემპიონატის პარტნიორების — “Swiss Timing” და “Absolute Fencing” — წარმომადგენლები.
