მედია

დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას შესანიშნავი სანახაობისთვის

f19b1898 9505 4036 935d b22dba76d9a6 scaled

“დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას შესანიშნავი სანახაობისთვის” – დღეს თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღეა.

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. დარჩენილია ფინალური ორთაბრძოლები გუნდურ ასპარეზობაში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. იქამდე კი, მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა. ტურნირში 120 ქვეყნის 1200 მოფარიკავე მონაწილეობს.

“შედეგების, ლოჯისტიკისა და ორგანიზების კუთხით ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო. არენა შესანიშნავია, მე მეორედ ვარ აქ. ვფიქრობ, სამომავლოდ საქართველომ კიდევ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უნდა უმასპინძლოს, რადგან ყველაფერს ძალიან კარგად აოორგანიზებენ. სანდრო ბაზაძის გამარჯვებაც დაუვიწყარი ემოციის მომტანი იყო. ვფიქრობ, სანდრომ თავისი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი. ქართული ფარიკაობის ფედერაცია ბოლო წლებში შესანიშნავად მუშაობს და ეს არის იმის გარანტი, რომ სამომავლოდ კარგ მოფარიკავეებს აღზრდის, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ ქვეყანას ასახელებენ,” – განაცხადა FIE-ს წესების კომისიის პრეზიდენტმა და შეჯიბრებების დირექტორმა, ზიედ ფერიანიმ.

კომენტარი გააკეთა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, აბდელმონემ ელ-ჰუსეინმაც.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისი მასპინძლობს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და გვიხარია, რომ აქ ვართ. დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას შესანიშნავი სანახაობისთვის. თბილისი ძალიან მომწონს, ამ ქალაქს აქვს მდიდარ ისტორია, ტრადიცია და, რაც მთავარია, საოცარი ადამიანებით სავსე ქალაქია. ძალიან მომწონს აქ ყოფნა, დიდი მადლობა ყველას,” – განაცხადა მან.