TBILISI 2025 • FENCING WORLD CHAMPIONSHIPS 🤺 მსოფლიო ჩემპიონატის „დღიურები“ 🇬🇪

🥇 ისტორიული გამარჯვება და ორგანიზება

2025 წელი ისტორიული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვისა და ქვეყნისთვის. ფარიკაობის ფედერაციისა და პრეზიდენტ მერაბ ბაზაძის მუშაობის შედეგად, თბილისმა სენიორებს შორის, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. გადაწყვეტილება 2023 წელს შარმ ელ შეიხში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე გამოცხადდა.

თბილისი, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს 8 დღის განმავლობაში, 22-30 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა. ტურნირზე 25 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა.

უდიდესი სპორტული მნიშვნელობის ფაქტი დაფიქსირდა თბილისში - ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ისტორიული, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა! ჩვენს მცირერიცხოვან ერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სანდრო ბაზაძის სახით, ფარიკაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.

🌍 მასშტაბი და სტუმართმოყვარეობა

112 ქვეყნის, 968 ინდივიდუალური სპორტსმენისა და 63 გუნდის მონაწილეობამ ნათლად წარმოაჩინა არა მხოლოდ ქართული ორგანიზების მაღალი დონე, არამედ ქვეყნის ნამდვილი ერთგულება სპორტის პოპულარიზაციის მიმართ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია გახსნის ცერემონია, რომელიც დატვირთული იყო ქართული ტრადიციული ელემენტებით, ხალხური ცეკვებითა და მრავალხმიანობით, რამაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრების გაკვირვება და სიმპათიები დაიმსახურა.

🤝 მადლიერება, მოხალისეები და არბიტრები

დიდია საქართველოს მთავრობის როლი და მხარდაჭერა, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით. მადლობა გვინდა ვუთხრათ თითოეულ მხარდამჭერს, ტელევიზიებს. ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი დაიკავეს მოხალისეებმა, თითოეულმა ახალგაზრდამ საკუთარი დავალება მაღალ დონეზე შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ტექნიკური დირექტორიატის წევრი, საერთაშორისო არბიტრი თათია აფციაური იყო. ამავე ჩემპიონატზე 4 ქართველი არბიტრი მსაჯობდა: დავით სახვაძე, ირინე ფეიქრიშვილი, ხათუნა ჭუმბურიძე, კახა მახარაძე.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, FIE და მონაწილე ქვეყნები ტურნირს უმაღლეს დონეზე ჩატარებულად თვლიან, რის გამოც შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ბაზაძეს და გენერალურ მდივანს ნინო ჯერენაშვილს საერთაშორისო ფედერაციისა და აზიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა მადლობის ნიშნად მედლები გადასცეს.

მთავარი ციტატა FIE-ს წერილიდან:

„საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის (FIE) სახელით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება და დაფასება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიმართ, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის შესანიშნავი ორგანიზებისა და თბილი მასპინძლობისთვის... ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა 2025 წლის 22-30 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გაიმართა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და შექმნა შესანიშნავი ატმოსფერო სპორტსმენებისთვის, ოფიციალური პირებისთვის და ფარიკაობის მოყვარულთათვის.“

🎥 მსოფლიო ჩემპიონატი მედია მიმოხილვაში