მედია

ქართველი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.

WhatsApp Image 2025 12 03 at 14.28.09 e898153e

🇸🇰🤺 სლოვაკეთში, რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე “Golden Hope Cup” ლიზა თაყაიშვილმა 217 სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

🇬🇪🤺 ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფში 5 მოგებული ბრძოლის შემდეგ, უპირატესობით ერთი ბრძოლა გამოტოვა, რის შემდეგაც კიდევ 3 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და T16-ში გადავიდა, სადაც უნგრელ მეტოქესთან დაძაბული ბრძოლა ჩაატარა 15:13 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში შევიდა, ამ ეტაპზე კი ამერიკელ სპორტსმენთან დაპირისპირება მოუწია და ნახევარფინალში შესასვლელი ბრძოლა 12:6 დათმო. საბოლოოდ, ლიზამ მე-8 ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს კონკურენციის მასშტაბები, ქალთა კატეგორიაში 217 სპორტსმენი ასპარეზობდა და ლიზამ სწორედ უდიდესი კონკურენციისა და სპორტსმენთა დიდი რაოდენობის ფონზე შეძლო წარმატების მიღწევა და მე-8 ადგილის დაკავება.