მედია

ბულგარეთში, ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის U14 ციკლის შეჯიბრზე, რაპირით მოფარიკავე ლაზარე ჩიტაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

WhatsApp Image 2025 05 31 at 19.54.46 a2bbc262

ლაზარე ჩიტაძე, გივი ყურაშვილი, ალექსანდრე აფციაური ჯგუფში მოგებების შემდეგ, T32-ში შევიდნენ.
ამ ეტაპზე ლაზარე ჩიტაძემ და გივი ყურაშვილმა ბრძოლები მოიგეს და T16-ში გადაინაცვლეს, ლაზარე ჩიტაძემ 15/12 გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში გადაინაცვლა, სადაც მეტოქე 15/13 დაამარცხა და ნახევარფინალში შევიდა, თუმცა ბრძოლა 15/13 დათმო, გივი ყურაშვილმა მეოთხედფინალში შესასვლელი ბრძოლა 15/11 დათმო.

ტურნირზე, გივი ყურაშვილი მერაბ ბაზაძის დაფინანსებით გაემგზავრა, ხოლო ალექსანდრე აფციაური, ლაზარე ჩიტაძე და დავით წვიმიტიძე, ფარიკაობის აკადემია ბასას დაფინანსებით.