თბილისი ფარიკაობის დედაქალაქად გადაიქცევა. ისტორიაში პირველად, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიების მასპინძლობისათვის სამზადისი დასკვნით ფაზაშია. პლანეტის უძლიერესი მოფარიკავეების მთავარი ეპიცენტრი თბილისის ოლიმპიური სასახლე იქნება.
“20 რიცხვიდან თბილისში, ულამაზეს სანახაობას ვიხილავთ. მთელი მსოფლიო აქ იქნება. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, პირველად ისტორიაში იღებს მსოფლიო ჩემპიონატს, მაღალი დონის ტურნირს. ფარიკაობა, ბოლო წლებში ყოველწლიურად პოპულარული ხდება საქართველოში. ყველა რეგიონი მოიცვა თბილისსა და რეგიონებშიც. ეს ძალიან შეუწყობს ხელს ფარიკაობის განვითარებას. უამრავი ხალხი მოვა და მიხარია, რომ ეს ელიტარული სპორტის სახეობა გახდება პრიორიტეტული სპორტი საქართველოში,” – ამბობს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე.