მედია

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი “თბილისი 2025” დასრულდა

0a8dfa1d aade 4004 84d9 d5e1dd266b99 scaled

დახურვის ცერემონიაზე სიტყვით, საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი აბდელმონეიმ ელჰუსეინი და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე გამოვიდნენ. მათ მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარებაზე ისაუბრეს და მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადეს.

თბილისი, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს 8 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

ტურნირზე 25 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ისტორიული, ოქროს მედალი მოიპოვა.

საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ დადებითია, FIE და მონაწილე ქვეყნები ტურნირს უმაღლეს დონეზე ჩატარებულად თვლიან.

დახურვის ცერემონიაზე, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის დროშა ჰონგ-კონგის ფედერაციის წარმომადგენელს გადაეცა რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები იქნებიან.