მედია

საქართველომ ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირს უმასპინძლა

1

საქართველომ ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირს უმასპინძლა, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა გიორგი ურუშაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე 15:5 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ამავე ტურნირზე, ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ქალთა გუნდი, ვიცე ჩემპიონი გახდა.

ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ანასტასია ასათიანმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ხოლო თეკლა კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მხარდამჭერი: საქართველოს სპორტის სამინისტრო.