მედია

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

222

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფარიკაობის სპორტის განვითარებაზე, ფედერაციის საქმიანობაზე და ამ სფეროს წინაშე მდგომ გამოწვევებზე საუბარი.
დისკუსიის ძირითადი თემები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
• ფედერაციის სტრუქტურა – მონაწილეებმა განიხილეს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, მართვის სისტემა და არსებული პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს სპორტის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას.
• ფარიკაობის როგორც სპორტის განვითარება – აღინიშნა ფარიკაობის მნიშვნელობა საქართველოში სპორტული კულტურის გამდიდრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. განხილულ იქნა მსოფლიო ჩემპიონატი 2025, როგორც საუკეთესოდ
ჩატარებული ღონისძიება.
• სანდრო ბაზაძის მიღწევები – შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოფარიკავეს – სანდრო ბაზაძეს, საერთაშორისო წარმატებებს, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა ფარიკაობის პოპულარობა ქვეყანაში.
• ფარიკაობის დისციპლინები – ისაუბრეს ფარიკაობის სამ
სახეობაზე: (დაშნა, რაპირა, ხმალი) და თუ როგორ შეიძლება თითოეულის განვითარება ქვეყნის მასშტაბით.

ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო განათლება და სპორტის ინტეგრაცია. საუბარი შეეხო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (მაგალითად, აშშ–სა და ევროპის ტოპ სასწავლო დაწესებულებებში) ფარიკაობის სპორტის საფუძველზე სწავლისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს საშუალება მიეცათ თავადაც ჩართულიყვნენ პრაქტიკულ ნაწილში — მათ სცადეს ფარიკაობა ფედერაციის მწვრთნელებთან ერთად, რამაც შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქტიული ხასიათი შესძინა.