თსუს- სტუდენტებმა სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც პირველად, ფარიკაობის ფედერაციას ესტუმრნენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ელიტარული სპორტის, ფარიკაობის უკეთ გაცნობა და როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღება იყო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო: ფარიკაობის ისტორიას, განვითარებას, ფედერაციის საქმიანობასა და ჩატარებულ თუ დაგეგმილ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს. განიხილეს 2025 წელს, თბილისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, ისაუბრეს 2026 წელს, თბილისში კადეტებსა და იუნიორებს შორის დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატსა და ვეტერანებს შორის ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე.
სტუდენტებმა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია წარმატებული ქართველი სპორტსმენების შესახებ. მოფარიკავეებზე, რომლებმაც ფარიკაობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ყურადღება დაეთმო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მოფარიკავეს – სანდრო ბაზაძეს, მის საერთაშორისო წარმატებებსა და 2025 წელს თბილისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედალს.
სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და პასუხები მოისმინეს, რის შემდეგაც მასტერკლასი ჩაუტარდათ და ფარიკაობაში საკუთარი ძალები გამოსცადეს.










