ლაზარე ჩიტაძე, რიგაში U14 კატეგორიის რაპირით მოფარიკავეებს შორის ჩატარებული ევროპის ციკლის ტურნირის გამარჯვებულია!
🤺 უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელი ქართული ფარიკაობისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. უმაღლეს დონეზე ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისა და სანდრო ბაზაძის მიერ მოპოვებული უდიდესი ტიტულის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე, არაერთმა ახალგაზრდა მოფარიკავემ მიაღწია წარმატებას, თანაც სამივე სახეობაში, რაც დაგვეთანხმებით, რომ იშვიათია ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. დიდი ქვეყნებიც კი, მხოლოდ ერთ სახეობას უთმობენ ყურადღებას, დროსა და ფინანსებს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია კი, ცდილობს და გამოსდის კიდეც სამივე სახეობის განვითარება როგორც ხმლის, ისე დაშნისა და რაპირის, რაც მოფარიკავეების წარმატებაზეც აისახა. წინ 2026 წელია, ვიმედოვნებთ, ქართველი სპორტსმენები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანენ ქვეყანას.

