მედია

საქართველოს უდიდესი წარმატება საერთაშორისო სპორტში!

WhatsApp Image 2025 11 13 at 10.34.55

2026 წელს თბილისი უმასპინძლებს კადეტებისა და იუნიორების ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს!

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონგრესზე, სადაც ევროპის ფარიკაობის ფედერაციებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს კანდიდატურას.

42 ქვეყანამ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რაც უდიდესი ნდობისა და საერთაშორისო აღიარების დადასტურებაა!

ჩვენ დეტალურად წარმოვაჩინეთ თბილისის ინფრასტრუქტურული, ორგანიზაციული და სპორტული შესაძლებლობები.

ეს ჩემპიონატი არის:

პირველ რიგში, საერთაშორისო სპორტული დონის აღიარება საქართველოსთვის;

უდიდესი პლატფორმა ქართული ფარიკაობის განვითარებისთვის;

შანსი ჩვენი ახალგაზრდა ტალანტებისთვის, საკუთარი ძალები ევროპულ არენაზე სცადონ საკუთარ ქვეყანაში;

და რაც მთავარია — საქართველო ევროპის სპორტის რუკაზე კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს!

2026 წელი უკვე ისტორიაში შევა როგორც წელი, როდესაც თბილისი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოფარიკავე ტალანტებს უმასპინძლებს.