მედია

გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე ევროპის თასის ჩემპიონია!

WhatsApp Image 2025 11 15 at 19.06.14 6ecf3e16

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში კადეტთა ევროპის თასის ტურნირი ჩატარდა,სადაც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 მოგებული ბრძოლის შემდეგ უპირატესობით T256 გამოტოვა და T128-ში შევიდა, ამის შემდეგ 5 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალურ ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც თურქი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე გერმანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, 15:12 სძლია და ოქროს მედალო დაისაკუთრა!
უნდა აღინიშნოს კონკურენციის მასშტაბები, რადგან კაცთა კატეგორიაში 210 სპორტსმენი მონაწილეობდა და გიორგი ურუშაძემ სწორედ ამ რაოდენობის ათლეტებს შორის მოახერხა ტიტულის მოპოვება.

კადეტთა ციკლის ტურნირის მეორე დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდი იასპარეზებს. ამავე დღეს ინდივიდუალურ ბრძოლებში ქალები ჩაერთვებიან.

მხარდამჭერი: საქართველოს სპორტის სამინისტრო.