მედია

2026 წელს ფარიკაობაში კონტინენტის პირველობა თბილისში ჩატარდება!

Fencers in Dynamic Duel Capturing Speed and Tension

ევროპის ჩემპიონატი 2026 • თბილისი

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მოწინავე რიგებშია. წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კონტინენტის პირველობას 2026 წელს თბილისი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, 3 სახეობასა და 6 კატეგორიაში ჩატარდება.

3 სახეობა: ხმალი • დაშნა • რაპირი
6 საკონკურო კატეგორია

ხმალში, დაშნასა და რაპირაში ევროპის საუკეთესო სპორტსმენები იასპარეზებენ და პირველობისთვის თბილისში იბრძოლებენ.

გადაწყვეტილება 2025 წელს იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს. ფარიკაობის ფედერაციის მუშაობის შედეგად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქად 42-მა ქვეყანამ დაგვასახელა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური სპორტული ტურნირები ხელს უწყობს როგორც ფარიკაობის განვითარებას, ასევე საქართველოს ცნობადობის ზრდას და ტურიზმის ხელშეწყობას.

მხარდამჭერი: სპორტის სამინისტრო