მედია

ისტორიაში პირველად! საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 2025 წლის საუკეთესო ფედერაციად, ხოლო სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

WhatsApp Image 2025 12 20 at 14.31.06 4

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 2025 წლის საუკეთესო ფედერაციად, ხოლო სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

2025 წელს, საქართველომ ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ივლისში გამართულმა მოვლენამ საერთაშორისო ფედერაციისგან, მოწვეული სტუმრებისა და ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. ამასთან ერთად, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ წელს მოიპოვა 2 მასშტაბური ღონისძიების ჩატარების უფლება (ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და კადეტებში; მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში). ორივე ღონისძიება 2026 წელს გაიმართება. ისტორიული ჯილდო ფედერაციის პრეზიდენტს, მერაბ ბაზაძეს, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გადასცა

კარიერაში პირველად სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ხმლით მოფარიკავემ სამშობლოში გამართულ წლის უმთავრეს ღონისძიებაზე ოქრო არავის დაუთმო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფარიკაობაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასევე, ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში, დაგროვებული ქულებით პირველ ადგილზეა! სანდრო ბაზაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.