საქართველოს ჩემპიონატი 2019
საქართველოს ჩემპიონატი 2019
19-06-2020
საქართველოს ჩემპიონატი 2019

19-21 აპრილს თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონები და პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალთა თეოდორა კახიანმა და მარიამ ცუხიშვილი აკლდნენ, ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ა.შ.შ-ში ვარჯიშობს, ცუხიშვილმა კი ჩემპიონატი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა. შეჯიბრების სტარტზე მიღებული ტრავმის გამო ვერ განაგრძო ასპარეზობა თეონა გოგლიძემ, რაპირაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხმალში პირველად გამოდიოდა.

საბოლოოდ ქალთა შორის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიკა ჯიჯეიშვილი გახდა, მან ფინალში ანა აფრასიძე დაამარცხა. მესამე ადგილებზე თაკო ჩარკვიანი და 14 წლის ლიზი ბაციაშვილი გავიდნენ.

ვაჟთა შორის ტრავმის გამო ბექა ბაზაძემ, საბა სულამანიძემ და ნიკა შენგელიამ არ იასპარეზეს. პირველი ადგილი კი უკვე ტრადიციულად სანდრო ბაზაძემ მოიპოვა, მან ფინალში ამჯერად გოგა კაკაურიძე დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ვაჯა რეჭიამ და მიხეილ მარდალეიშვილმა მოიპოვეს.

ჩემპიონატის მეორე დღეს, რაპირაში ქალთა შორის მოულოდნელად, დაშნაში საქართველოს ნაკრების წევრმა მარია ზაკირჩენკომ მოიგო, საპრიზო ადგილებზე ლიზა ლხინაძე, ელენე ბორჩხაძე და მარიამ ტუღუში გავიდნენ.

ვაჟთა შორის პირველობა უკვე მეექვსედ არავის დაუთმო ლუკა ღაღანიძემ, მან ფინალში არჩილ უგულავა დაამარცხა, მესამე ადგილებზე ლაშა გალუაშვილი და ირაკლი მიქელაძე გავიდნენ. რაპირით ფარიკაობაში ბილიკზე 76 წლის ნიკოლოზ ანდრიაძე გამოვიდა, რომელიც  ეროვნულ ჩემპიონატების ისტორიაში უხუცესი მონაწილე გახლავთ და ძნელი წარმოსადგენია მასზე უფროსს, მსოფლიოს რომელიმე ქვეყანის ჩემპიონატში ეასპარეზოს.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს საუკეთესოები დაშნაში გამოვლინდნენ, ქალთა შორის ჩემპიონი მარია ზაკირჩენკო გახდა, წინა დღეს მან რაპირაშიც მოიპოვა ოქროს მედალი და უჩვეულო დუბლი შეასრულა. ქალთა შორის საპრიზო ადგილებზე, მარიამ ზოიძე, ევა აჰამიანი და ნათია მაჭავარიანი გავიდნენ.

კაცებს შორის პირველობა გიორგი ქაფიანიძემ მოიპოვა, მეორეა ადგილზე მიქაელ მიქაელიანი გავიდა, მესამე ადგილები კი დავით არველაძესა და დავით მაგრაქველიძეს ერგოთ.