ფედერაციის შესახებ
ისტორია

საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა.

რას ავითარებს ფარიკაობა
ფარიკაობას არ გააჩნია შეზღუდვები აღნაგობის სპეციფიურობასთან დაკავშირებით
ფარიკაობა სხეულისა და გონების სისხარტესა და მოქნილობას ანვითარებს
იზრდება რეფლექსები (ცნობილი ამბავია, რომ პოლონეთის მებრძოლმა მფრინავებმა, რომლებიც განლაგებული იყვნენ ბრიტანეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოითხოვეს ფარიკაობის შესწავლა, როგორც მეთოდი საკუთარი რეფლექსების გაუმჯობესებისათვის)
ამაღლებს გონებრივ ძალას და კონცენტრაციას
ზრდის ფეხებისა და ხელების სისწრაფეს
აძლიერებს სპორტულ სიმარჯვეს
მოაქვს შესაძლებლობები სპორტულ კონკურენციაში
ზრდის კონცეტრაციის უნარს
გეხმარებათ განისაზღვროს, თქვენი მოწინააღმდეგის მოქმედებები
გეხმარებათ უმოკლეს დროში განავითაროთ პრობლემის გადაჭრის უნარი

 

 

პარტნიორები
სპონსორები